რეზონანსი
10.05.2023

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხაბეიშვილი "ბუნებით არის აღმშენებელი პიროვნება" და პარტიის დაცემულ რეიტინგს რეფორმებით დაეხმარება.

"ჩემი ხაბე მოვიდა "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობაში, დაიწყო რეფორმები, ეს ბუნებით აღმშენებელი კაცია, დაიწყო "ჩისტკა". აბა მელია უსუსური იყო, იმის კადრებს რატომ დატოვებს?! სწორს აკეთებს, იბრძვის, დღეს და ხვალ არ სცალია მიშას [სააკაშვილი] გამოსახსნელად, ზეგ აუცილებლად მივა

ჯერ უნდა გააძლიეროს თავისი ორგანიზაცია, ახლა იქ IRI-მ დაუწერა 14%, მაგრამ NDI-მ ლახვარი ჩაგვცა, 5 პროცენტამდე დაუწია რეიტინგი და ეს ამოსაქაჩია. სანამ შიგნით პარტიაში რეფორმას არ განახორციელებს, შედეგს ვერ მიაღწევს, ასე რომ მე ხაბესკენ ვარ"-აცხადებს ირაკლი ზარქუა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. არჩევნებს ატარებენ 63 მუნიციპალიტეტში, აქედან 56-ში მხოლოდ ერთი კანდიდატია დასახელებული.

ერთ მუნიციპალიტეტში საერთოდ არავინ დარეგისტრირებულა და ექვსში მხოლოდ ორ- ორი კანდიდატია წარდგენილი. ამ სტატისტიკას წინ უძღოდა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების თანამდებობიდან წასვლა. გუშინ, თანამდებობა 6 მუნიციპალიტეტში დატოვეს. ნაწილი საუბრობდა ლევან ხაბეიშვილის მენეჯმენტის მხრიდან ზეწოლაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×