რეზონანსი
10.05.2023

ჩვენ ვიქნებით და ვართ იმ ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგული, რომელზეც დგას ჩვენი ეროვნული იდენტობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„როდესაც სწორედ ამ დამოკიდებულებების გამო, ვხედავთ კრიტიკას ცალკეული ევროპელი სოციალისტების მხრიდან, ცხადია, ეს არც მისაღებია და დაუშვებელია. შესაბამისად, ლოგიკურია, ჩვენ გვქონდეს ამ საკითხზე მსჯელობა და მსჯელობას მოჰყვეს კონკრეტული გადაწყვეტილებები. ის რეაქცია, რაც აქ რადიკალურ ოპოზიციას აქვს, სინამდვილეში აჩვენებს, რომ ისინი „ქართულ ოცნებას" კი არ უპირისპირდებიან, არამედ ქართულ ეროვნულ ტრადიციებსა და ფასეულობებს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×