რეზონანსი
10.05.2023

დავით არახამია საქართველოს რომ მხოლოდ რუკაზე იცნობს და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება, ეს ყველა იცის, მაგრამ მას აქვს დავალებები თავისი პატრონების მხრიდან და იმას ლაპარაკობს, რასაც ეუბნებიან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, არახამიამ თავადაც აღიარა, რომ იმას გაკეთებს, რასაც ამერიკელები ეტყვიან.

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ „ხალხის ძალის" პოლიტიკა, განცხადებები, ჩვენი კომენტარები, პრაქტიკულად, ერთი ერთში სრულდება, დღევანდელი, გუშინდელი და ბოლო კვირების განმავლობაში, მათ შორის, არახამიას განცხადებები ამისი ნათელი დადასტურებაა.

არახამია საქართველოს რომ მხოლოდ რუკაზე იცნობს და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება, ეს ყველა იცის, მაგრამ მას აქვს დავალებები თავისი პატრონების მხრიდან და იმას ლაპარაკობს, რასაც ეუბნებიან. თავადაც აღიარა, მინდოდა საქართველოში წასვლა, მაგრამ ამერიკელებმა მითხრეს, არ წახვიდეო, პირდაპირ ამბობს ადამიანი, რომ რასაც ამერიკელები მეტყვიან, იმას გავაკეთებო. აქედან გამომდინარეობს ზუსტად, რომ მისი არავის სჯერა, მაგრამ ის, რომ უკრაინაში ამხელა თანამდებობის პირი პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ეს არის დაუშვებელი, არა მარტო შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოების მიმართ, არამედ დაუშვებელი. დაუშვებელია, რომ უკრაინაში ამხელა თანამდებობის პირი პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში და შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, ეუბნება, ეს მთავრობა არ უნდა აირჩიო და ა.შ. არახამიას განცხადებებზე ჩვენ კომენტარს არც კი გავაკეთებდით, რომ მას არ ეღიარებინა არაერთხელ, რომ ის ასრულებს ამერიკელების დაკვეთას, რასაც ისინი მეტყვიან, იმას ვაკეთებ, მეტყვიან, წადი საქართველოში, წავალო, მითხრეს, რომ არ წახვიდე და არ წავედიო. ეს არის პრაქტიკულად აღიარება იმისა, რასაც „ხალხის ძალა" ყოველთვის ვამბობდით, რომ არახამიაა, დანილოვი თუ არესტოვიჩი, ისინი მხოლოდ თავიანთ პოზიციებს კი არ აჟღერებდნენ, არამედ იმას, რასაც ამერიკელები ეუბნებიან. ეს არის რეალობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და არც არახამიას და არც მისი პატრონების ჭკუაზე არ ვივლით", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×