რეზონანსი
10.05.2023

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი, ერთ შემთხვევაში, ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი - მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო.

სურსათის ეროვნულის სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება და მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები, ჩატარდა ვაქცინაცია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდება, მათ აცრა ჩაუტარდათ.

ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ცხოველთან ნებისმიერი რისკის შემცველი კონტაქტის შემთხვევაში სიფთხილისა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×