რეზონანსი
12.05.2023

"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილის მისი თქმით, მინიმუმ ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ შიდა და გარე აქტორს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილი გამო თავს ესხმოდა საქართველოს:

"დღეს ევროპულმა სასამართლომ დაასრულა სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციის საქმე. პატიმარმა სააკაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ, ჯანმრთელობის ხელოვნურად დაზიანებაზე, უკვე მეორედ წააგო სტრასბურგში, რასაც სამართლებრივ შედეგებთან ერთად, აუცილებლად უნდა მოჰყვეს პოლიტიკური და მორალური შედეგები.

სააკაშვილის პატიმრობის დღიდან არაერთი უსაფუძვლო აგრესია, ზიზღის კამპანია და ცილისწამება ვიხილეთ არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ექიმების, არამედ მართლმსაჯულების და კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ვისი ვერდიქტიც დღეს სტრასბურგის სასამართლომ გაიმეორა.

ვფიქრობ, მინიმუმ ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ შიდა და გარე აქტორს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ესხმოდა საქართველოს და ცდილობდა ჩვენი ქვეყანა უარყოფითი მხრიდან წარმოეჩინა.

მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს და პირადად იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, ვინც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს რეპუტაციას და ღირსებას იცავდა," - წერს რატი იონათამიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×