რეზონანსი
12.05.2023

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს შუალედური გადაწყვეტილებაა და სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ  პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არგადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ. მისივე თქმით, სხვა მოთხოვნა დაცვის მხარეს არ ჰქონია.

"დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. ამიტომ, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში:

სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არგადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ. სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია და მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. ანუ, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში საქმე და შესაბამისად, სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება. რასაც ასაღებს რუსული პარტია, თითქოს რაიმე სახით მსჯელობა ყოფილიყოს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ან როგორ მკურნალობენ მას, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, შეეძლება რომ დარწმუნდეს და ცხადია ეს არ დაიმალება და ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება.

ერთადერთი, რაზეც სტრასბურგმა იმსჯელა ამ საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, ვარშავაში გადაყვანაზე მხოლოდ და ხაზის გაუსვა იუსტიციის მინისტრმა, რომ თურმე სხვა საავადმყოფოში გადაყვანაც არ დაავალა. მსგავსი მოთხოვნა დაცვის მხარეს არ ჰქონია, ერთადერთი მოთხოვნა უკავშირდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანას.

როცა საუბრობენ ევროპულ გადაწყვეტილებებზე, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება და საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება", -  განაცხადა ხაბეიშვილმა.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, გაგრძელდება ბრძოლა როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ნიკა გვარამიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის:

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×