რეზონანსი
12.05.2023

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხუმრობს, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლება მისი და სხვა ოპონენტების ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავს.

„ვის რაში სჭირდება გიორგი ვაშაძე? ალბათ, ხუმრობის ახალი სტილი აქვს. არამც თუ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, თვით ადეიშვილსაც არაფერში სჭირდებოდა გიორგი ვაშაძე, როდესაც მისი მოადგილე იყო. როგორც ყველა მეფეს კარზე სჭირდება ერთი კარგი კლოუნი, ასე მუშაობდა გიორგი ვაშაძე ადეიშვილს კარზე. ვის რაში სჭირდება, რომ მისი ლიკვიდაცია დაიგეგმოს? ეს ალბათ ხუმრობაა“, - აცხადებს წულუკიანი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპონენტების, მათ შორის მისი ფიზიკური ლიკვიდაცია აქვს დაგეგმილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×