რეზონანსი
12.05.2023

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ თუ ოფიციალური პეკინი არ მოახდენს ზეწოლას რუსეთზე, რომ დაასრულოს ომი უკრაინაში, ჩინეთისა და ევროკავშირის უერთიერთობები გაუარესდება:

„ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ნორმალურად არ განვითარდება, თუ ჩინეთი არ აიძულებს რუსეთს დატოვოს უკრაინა. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, მოახდინოს გავლენა რუსეთზე, რათა შეაჩეროს ეს ომი და შეასრულოს კონსტრუქციული როლი უკრაინაში მშვიდობისთვის", - განაცხადა ბორელმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩინეთმა გაიგოს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის მის არსებობას - "ჩვენ ველით, რომ ჩინეთი გამოიყენებს თავის როლს და ვალდებულებებს. თუ ეს ასე არ იქნება, ჩვენი ურთიერთობები არც ისე კარგი იქნება", - დასძინა ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×