რეზონანსი
13.05.2023

უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები უნდა დაფიქრდნენ, გააკეთეს თუ არა მათ საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინის კონტრიერიში წარმატებული იყოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„როდესაც ომში იბრძვით, თქვენ აბსოლუტურად ყველაფერი გჭირდებათ - დაწყებული სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებით, დამთავრებული F16-ის ტიპის თვითმფრინავებით, ჯავშანტრანსპორტიორებითა და შორი მოქმედების რაკეტებით. ჩვენ ვაფასებთ ყველაფერს, რაც პარტნიორებმა უკრაინის დასახმარებლად გააკეთეს, თუმცა საკმარისი იყო ეს თუ არა, ნათელი მაშინ გახდება, როდესაც ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ", - აცხადებს კულება.

მან ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაგეგმილ კონტრიერიშზე.

​„იმის კითხვის ნაცვლად, თუ როდის დაიწყება კონტრიერიში, დასვით კითხვა - გავაკეთე თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინის კონტრიერიში დაიწყოს და წარმატებული იყოს. ჩვენ გვსურს, რომ ყველა ამ კითხვაზე იყოს კონცენტრირებული", - აღნიშნა კულებამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×