რეზონანსი
13.05.2023

ვანო მერაბიშვილისგან და ზურაბ ადეიშვილსგან, რა თქმა უნდა, უკეთესის მოლოდინი არავის შეიძლება ჰქონოდა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც „ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს გამოეხმაურა.

„ვინც გასაგდებია, აგდებენ ხოლმე. ამ ოდიოზური ფიგურებიდან, როგორებიც ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან, რა თქმა უნდა, უკეთესის მოლოდინი არავის შეიძლება ჰქონოდა. უკეთესის მოლოდინი ადეიშვილისგან ჰქონდა მხოლოდ ნიკა მელიას, რომელსაც იმედი ძალიან მწარედ გაუცრუვდა", - აცხადებს წულუკიანი.

ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×