რეზონანსი
13.05.2023

ჩვენ ვერ დაგვბრალდება პუტინის ქმედებები, ჩვენ დაგვბრალდება ჩვენი ქმედებები,- ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შეფასებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის ის საფრთხე, რომლის გაკონტროლებაც საქართველოს შეუძლია, ამიტომ მის ქმედებებზე ოფიციალურ თბილისს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.

„მგონია, რომ საქართველოს კავშირები ევროკავშირთან და დასავლეთთან, რომელიც ჩვენ მოვახერხეთ და ბოლო წლების განმავლობაში გავაბით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად არ შეიძლება ჩრდილის ან საფრთხის მიყენება ამ კავშირებისთვის.

ჩემი აზრით, პუტინის გადაწყვეტილება ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენს კავშირს დასავლეთთან, ჩვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მიაყენოს, რომელიც შეიძლება იყოს განპირობებული პუტინის გადაწყვეტილებით, მაგრამ პუტინი არ არის ის საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ - ჩვენ ვერ დაგვბრალდება პუტინის ქმედებები, ჩვენ დაგვბრალდება ჩვენი ქმედებები და მნიშვნელოვანია მანდ არ დავაშავოთ.

ჩრდილოს მოყენების ნაწილში, მაგალითად, ასეთი ერთ-ერთი იყო რუსული კანონის მხარდაჭერა 78 კაცის მიერ - ამან ჩრდილი მიაყენა, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ასევე არსებობს გარკვეული ტიპის შეშფოთებები. მე არ ვიცი ეს სადამდე მივა, დარწმუნებული ვარ, არასაჯარო მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი შიში და სიფრთხილე დასავლეთიდან მომდინარეობს იმაზე, რომ აკრძალული ტვირთები საქართველოდან არ მოხვდეს რუსეთში", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×