რეზონანსი
13.05.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველო კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მის წინაშე დგას.

„დღემდე ვერც ერთი ფაქტი კი არა, ვერც ერთი ეჭვის აღმძვრელი მიზეზიც კი არ გაჩენილა ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ სპეკულაციები და დეზინფორმაცია გვესმოდა - ეს იყო ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვიგებთ და მოვიგებთ მომავალშიც. ისინი კი, ვინც ორმაგი სტანდარტებით გამოდიან ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ საკუთარ ბუნებას უფრო მეტად ავლენენ", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

2022 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2,3 პროცენტით გაიზარდა, რაც ორჯერ აღემატება საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს წილი 0,3%-ია. აშშ-ის შეადგენს 2%-ს, თურქეთის 8%-ს, ჩინეთის 22%-ს, ევროკავშირის წილი კი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 32%-ია. რუსეთთან ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა საქართველოს 110-ჯერ აღემატება, ამერიკის კი 60-ჯერ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×