რეზონანსი
13.05.2023

ძლიერმა სტიქიამ თუშეთის მიმართულებით, მთიან ზოლში მყოფი მეცხვარეები დააზარალა, დახოცილია ას სულზე მეტი ცხვარი.

ადგილობრივების ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, მთიან ზოლში ზვავი ჩამოწვა და ცხვარი მოიყოლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მეცხვარეებს საქონელი შირაქის ველიდან საგაზაფხულო საძოვარზე გადაჰყავდათ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეცხვარეები ამბობენ, რომ წელიწადის ამ დროს, ასეთი მასშტაბური სტიქია არ ახსოვთ. მათივე თქმით, დახოცილ საქონელს გზად პოულობენ. ცხვრის დათვლა უამინდობის გამო ვერ ხერხდება. ზარალის ზუსტი ოდენობაც მოგვიანებით გაირკვევა.

წყარო: მთავარ არხი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×