რეზონანსი
13.05.2023

„ნაციონალური მოძრაობის" ვერტიკალი იგივე ხდება, რაც ადრე იყო და ეს არავის გაუკვირდება, ყველასთვის გასაგებია, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ მომხდარიყო.

„ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მოსახლეობას და, ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის" იმ მხარდამჭერებს, ვისაც ეს ვერტიკალი არ მოსწონთ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში უნდა დაიწყონ. ჩვენ მართლა უნდა დავასრულოთ „ნაცების" და „ქოცების" დომინაცია არჩევნებზე. სხვა შემთხვევაში, „ნაცებიც" იგივე იქნებიან. ბატონი მერაბიშვილი იქნება, კეზერაშვილი თუ ადეიშვილი, ისინი „ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. „ქართულ ოცნებას" და ადამიანთა კატეგორიას შეიძლება, არ მოსწონს, თორემ ისინი „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ყოველთვის იყვნენ. შესაბამისად, არაფერი გასაკვირი არ არის, „ნაციონალური მოძრაობა" დაიბრუნონ და ხელში მათ აიღონ. ჩვენ სხვა პარტიას უნდა მივხედოთ და არა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გამოსწორებაზე ვიჩალიჩოთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×