რეზონანსი
13.05.2023

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირს თუ არ შეუძლია, შეასრულოს თავისი ორი თავდაპირველი მისია - მშვიდობა და კეთილდღეობა, მაშინ რა აზრი აქვს მის არსებობას?

როგორც ორბანმა აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა გააუქმოს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები.

მისი თქმით, რუსეთის სანქციებმა გამოიწვია რეცესიის გაღრმავება უნგრეთში.

„ევროპული თანამშრომლობის თანამედროვე ფორმას ორი მისია ამოძრავებდა: მშვიდობა და კეთილდღეობა. თუ მას არ შეუძლია, შეასრულოს თავისი ორი თავდაპირველი მისია, მაშინ რა აზრი აქვს ევროკავშირის არსებობას?" -განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმა მოუწოდა ევროკავშირს, განიხილოს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა, როგორც ომის დასრულების გზა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×