რეზონანსი
13.05.2023

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის მნიშვნელობაზე „ქრონიკაში" ისაუბრა.

მაია ომიაძის განცხადებით, ახალი პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ.

„რამდენიმე კვირის წინ ჩაეშვა ტურისტული პორტალი georgia.travel-ი. ეს არის პირველი შთაბეჭდილება, როდესაც საერთაშორისო მოგზაური საძიებო სისტემაში ეძებს საქართველოს, პირველი რასაც აკეთებს ეძებს ინფორმაციას და პირველი ეს გვერდი უვარდება. ეს არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რას ყვება ვებ გვერდი ჩვენი ქვეყნის შესახებ.

ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა, პორტალზე განთავსებულია 3 200-ზე მეტი ახალი სტატია ორ ენაზე, სადაც მომხმარებლები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ",-განაცხადა მაია ომიაძემ.

მისი თქმით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი პირადი მოგზაურობა ააწყონ ინტერაქციული რუკის მიხედვით, აარჩიონ ლოკაცია და შემდეგ ესტუმრონ სხვადასხვა ადგილს.

მაია ომიაძემ ასევე აღნიშნა, რომ Georgia.travel-ის ახალი ვებგვერდი 70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×