რეზონანსი
19.05.2023

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური სამსახური და ეს სამედიცინო კლინიკა აკეთებს [მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ], არის სწორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ეს არის „ნაცმოძრაობის" მიერ წარმოებული ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის კლასიკური მაგალითი. გახსოვთ, რომ სააკაშვილის შემოპარვის დღიდან დაიწყო აღვირახსნილი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომ იგი კვდება, მოვწამლეთ, ათასი უბედურება დავმართეთ, მაგრამ ის მაინც ფეხზე დგას. გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ მისმა ოჯახმა ოფიციალურად მილიონი დოლარი გადაიხადა აშშ-ში. კითხვა უნდა დაუსვას „ტვ პირველის" და „მთავარი არხის" ჟურნალისტმა მის ოჯახს და ადვოკატებს, საიდან აქვთ მილიონი დოლარი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შეილახოს. ჩემი ევროპელი კოლეგები, მეგობრები მეუბნებიან, რომ ამხელა ზღვარგადასული აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ არცერთი ქვეყნიდან. ეს არის მტრობა: ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მათ აწარმოებს მრავალთვიანი კამპანია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება, რომ თითქოს ჩვენ აქ ვიღაცების დავალებით მოვწამლეთ და მოვკალით სააკაშვილი. ამაზე დაყრდნობით მიმართეს სტრასბურგს და არცერთი მათი არგუმენტი არ მიიღო დასაშვებად და არ გაითვალისწინა სასამართლომ. სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური სამსახური და ეს სამედიცინო კლინიკა აკეთებს, არის სწორი. მათ უარი უთხრეს ყველა მოთხოვნაზე. ამით დასრულდა ყველა ცილისწამება და ბრალდება, რომელიც ისმოდა ჩვენი მისამართით ბოლო თვეების განმავლობაში. ეს არის ჩვენი სიმართლის გამარჯვება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×