რეზონანსი
19.05.2023

I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით 18%-მდე შემცირდა. 2022 წლის I კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 19.4% იყო. 2019 წლიდან დღემდე უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გასული წლის III კვარტალში დაფიქსირდა, როცა უმუშევრობის დონემ 15.6%-ს მიაღწია.

I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხვი 45.8 ათასით (5.6%) გაიზარდა და 863.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 25.4 ათასით გაიზარდა (6.6%) და 407.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 10.4 ათასით (3.6%) და 279.2 ათასი შეადგინა.

2023 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.6% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და თითქმის 68% შეადგინა. საქსტატის თანახმად, უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალებში შემცირებულია 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით. ამას გარდა, I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 3.1 და 1.6 პროცენტული პუნქტებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×