რეზონანსი
19.05.2023

ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელზეც ვერ იოცნებებდა თქვენი პარტიის ვერცერთი წარმომადგენელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციური ტელეარხის ჟურნალისტს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ყველა ნაბიჯს სწორად დგამს.

„ვფიქრობ, არასწორად აკავშირებთ, თუნდაც აი ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას და ა.შ. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია და არასწორი დაკავშირება. რატომ? აგიხსნით. გეტყვით, რომ ყველაფერს ვაკეთებთ სწორად, ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად, ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. მე პირადად მქონდა საუბარი და ავუხსენი ჩვენი არგუმენტაცია, მოტივაციაც.

ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა მეგობრებო, ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათ პოლიტიკას ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჯერჯერობით. ამას დასჭირდება წლები.

რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ იმას, რომ თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო 10 წელიწადში და ბოლო 30 წელიწადში გააკეთა „ქართულმა ოცნებამ". ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა რომელზეც ვერ იოცნებებდა თქვენი პარტიის ვერცერთი წარმომადგენელი. რატომ? გეტყვით. ევროპული პერსპექტივით აღიარა ჩვენმა ევროპულმა პარტნიორმა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. ამაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×