რეზონანსი
19.05.2023

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „მაკდონალდსის" გამოკრულ ბანერებს ეხმიანება, რომელზე დატანილია, რომ საქართველოში 235 ათასზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ეს ინფორმაცია ტყუილი და ცილისწამებაა, რომელზეც „მაკდონალდსმა" პასუხი უნდა აგოს.

„საქართველოში 235 ათას ბავშვიან ოჯახზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობსო, ცრემლიანი თვალებით გვაუწყებს „მაკდონალდსის" ქსელი.

ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია საშინელი ტყუილი და ცილისწამებაა, რაზეც გამავრცელებელმა პასუხი აუცილებლად უნდა აგოს.

მეორეც - როდის აქეთ შესტკივა გული „მაკდონალდსს" ქართველ ბავშვებზე? თუ მაგათი ფასებით ვიმსჯელებთ, არასდროს.

და მესამეც - ის ოჯახები, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ იმ მგლური ბიზნეს-პოლიტიკის მსხვერპლნი ხომ არ არიან, რითაც ჭყონიამ და მისმა მსგავსი „ბიზნესმენები" 90-ინებში ატარებდნენ?" - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×