რეზონანსი
19.05.2023

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისის საერტაშორისო აეროპორტთან ამ წუთებში მიმდინარე აქცია ეხმაურება, რომელიც ელეხე ხოშტარიას ხელმძღვანელობით მიმდინარეობს

ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ხოშტარია ცდილობს რაღაცნაირად შენიღბოს, ვითომ ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს.

„ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ. გადარიცხვები იცით, რომ შეწყვეტილია რუსეთსა და საქართველოს შორის და მე მგონი ეს ახალი გზაა, ცდილობს, რომ რაღაცნაირად შენიღბოს, ვითომ ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს" - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა" შეასრულა.

პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×