რეზონანსი
19.05.2023

თბილისის ქუჩებში გამოკრულ „მაკდონალდსის" ბანერებს მწვავე პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა. 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს - თემურ ჭყონიას კომპანიის ეს გზავნილი სახელისუფლებო გუნდისთვის ამორალური კამპანიაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვნას ემსახურება.

„ეს იყო UNICEF-ის გლობალური პროგრამა და ეს ბილბორდი აბსოლუტურად აცდენილია შინაარსს. ეს შეცდომაა, რისთვისაც, ამდენი წელიწადია ბიზნესში ვარ, და პირველად მიწევს ბოდიშის მოხდა. მე არ ვარ ამ ბილბორდის მომხრე, იმიტომ, რომ პროგრამა, რომელიც ჩვენ დასახული გვქონდა​ UNICEF-ის ფილოსოფიით დატვირთული, უფრო ქველმოქმედებაზე იყო აგებული, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებზე. კონკრეტული მიზანი გვქონდა, UNICEF-ის პროგრამა იყო, რომ 1 ივნისს, ბავშვთა დღეს უნდა გაგვეკეთებინა ქველმოქმედება და დევნილთა სამინისტროში გადაგვერიცხა რაღაც თანხა. ემოციური უფრო ვარ დღეს, ვიდრე პროფესიონალი. იმდენად გამომიყვანა წყობიდან ამ ბილბორდმა, რომ გაგრძელებაზეც აღარ ვფიქრობ. მე საიდან გავიგე? გვქონდა დილის შეხვედრა და შემომიტანეს, რომ ექსპერტი ნიკოლეიშვილი ახასიათებდა ამას როგორც ბინძურ კამპანიას. ყველას უფლებაა, როგორც უნდა ისე გამოიყენოს - მთავარია, მე როგორ ვფიქრობ", - აცხადებს თემურ ჭყონია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×