რეზონანსი
09.06.2023

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზურაბ მუშუქია, რომლის დაღუპვის შესახებაც ცნობები გუშინ გავრცელდა, ცოცხალია.

მებრძოლს გუშინ გვიან ღამით ჰქონდა ოჯახთან კომუნიკაცია. ჯგუფი, რომელიც სპეციალურ ოპერაციაზე იყო ბახმუტის მიმდებარედ შესული,  მასიურ დაბომბვაში მოყვა, რა დროსაც სპეცოპერაციაში მონაწილე მხოლოდ 2 ადამიანი გადარჩა. მათთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა, თანამებრძოლებს კი მუშუქია დაღუპული ეგონათ. მან უკვე პირველი კომენტარიც გააკეთა:

,,დაჭრილი არ ვარ... არტილერია მუშაობდა ჩვენ მხარეს, 2 კაცი მოვყევით, ორივე კარგად ვართ", - ამბობს ზურაბ მუშუქია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×