რეზონანსი
09.06.2023

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ევროპარლამენტში ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა,  ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს:

„უარი რომ მივიღოთ სტატუსზე,  ანი წითლიძე იტყვის, რომ ქართველ ხალხს უთხრეს უარი სტატუსზე?

და სამთავრობო პროპაგანდას აჰყვება, რომ ევროპას ქართველი ხალხი არ უნდა და დაუმსახურებლად სჯის?

ბელორუსი ხალხი არ იმსახურებს?

ბრმებზე გაყოლა გადაგჩეხავთ.

გონებრივად ბრმაა ეს ხალხი.

ამიტომ ვართ ასეთ დღეში - ბრეიგელის ცნობილი ნახატია ბედკრული ქართული პოლიტიკა და ეს უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს “, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×