რეზონანსი
09.06.2023

აშშ-ის მომავალი დახმარება უკრაინისადმი, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საერთაშორისო რეპუტაცია პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წარმატებულობაზე. ამის თაობაზე გამოცემა Politico-ს წერილში, რომელიც ამერიკელ მაღალჩინოსნებს ეყრდნობა.

გამოცემის წყაროები მიიჩნევენ, რომ თუ უკრაინის კონტრშეტევა საკმარისად წარმატებული არ იქნება ან სულაც კრახით დასრულდება, მაშინ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება, სავარაუდოდ, ამოიწურება და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მოწოდებები სულ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება.

კერძოდ, გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ კონგრესმა შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს უკრაინისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფას მას შემდეგ, რაც მიმდინარე ტრანში ამოიწურება.

ამასთან, ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინის კონტრშეტევის წარმატების შემთხვევაში, დასავლეთის მხარდაჭერა შესაძლოა, გაიზარდოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×