რეზონანსი
09.06.2023

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროპარლამენტარები დარჩნენ ადამიანებად, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ვერ გაიგეს.

მისივე თქმით, მათ ურჩევს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხონ.

„მგონი, მთელ სამყაროში ევროპარლამენტი და ევროპარლამენტარები დარჩნენ იმ ადამიანებად, ვინც ვერ გაიგო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. მათ ვურჩევ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხონ. უკვე იმ რელსებზე უნდა გადაეწყონ, რომ კანონის უზენაესობა არის მთავარი და საქართველოს ხელისუფლება ყველა ადამიანს, პატიმარს მოეპყრობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამას თუ გაითავისებენ, ძალიან კარგი იქნება. კონკრეტული ერთი პოლიტიკოსის გაკეთებული განცხადება ვერ ჩაითვლება ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციად. ამიტომ ჩვენთვის მთავარია ის გზავნილები, რასაც ვიღებთ ბრიუსელიდან, ასევე ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან", - განაცხადა სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×