რეზონანსი
09.06.2023

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლობითი დელეგაცია, ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა" წერს.

როგორც მედია აღნიშნავს, ის რუსეთის მთავრობაში აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" კურატორია. მან უკვე დაათვალიერა არაერთი ობიექტი, რომელიც საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარებით გარემონტდა.

რუსეთის დელეგაცია, ასევე, ეწვია ბიჭვინთაში მომავალი Moscow Resort Hotel-ის ტერიტორიას.

ნოვაკი სოხუმის აეროპორტის შემოწმებასაც გეგმავს, რომლის აღდგენასაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსი ინვესტორის მონაწილეობით აპირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×