რეზონანსი
09.06.2023

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით კატასტროფის მასშტაბები, რაც დაადგება ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც შავი ზღვის გარშემოა, - ამის შესახებ მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" უკრაინაში, კახოვკას ჰესის დაზიანების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ჩხობაძის განცხადებით, ეს არის ტექნოგენური კატასტროფა, რომელიც ადამიანის მიერ იყო გამოწვეული.

„დღეს უკვე ორმოცამდე დასახლებული პუნქტია დატბორილი. მართალია წყლის დონე დაეცა, მაგრამ მტკნარი წყლის ეს დიდი ნაკადი, პირდაპირ ჩაედინება შავ ზღვაში. ეს ბიბლიური შეიძლება იყოს, მაგრამ ეს კაცობრიობის წინაშე დანაშაულია. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან,რომ ეს არ ეხება მარტო ორ ქვეყანას - რუსეთს და უკრაინას. ეს შეეხება შავი ზღვის მთელს სანაპიროს, რაღაც მომენტში ჩვენც შეგვეხება, რადგან ტერიტორიულ წყლებთან მიმართებაში შავ ზღვაში ნაკადები ზოგჯერ მიდის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ზამთრის პერიოდში - ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. აბა როგორ აღმოჩნდა და რატომ აფეთქდა ნაღმი ბათუმთან? იმიტომ, რომ ასეთ ცირკულაცია ხდება ზღვაში. ძალიან დიდი ნაკადი მტკნარი წყლის შევიდა შავ ზღვაში, რომელიც არის დაბინძურებული შხამქიმიკატებით, დარწმუნებული ვარ, რომ დასახლებულ პუნქტებში ნავთობის მარაგებიც იყო, ჩვეულებრივი ბენზინგასამართი სადგურები, ყველაფერს გამორეცხავდა წყალი, ნაღმებიც შემოვიდოდა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით კატასტროფის მასშტაბების, რაც დაადგება ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც შავი ზღვის გარშემოა", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×