|

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებში არაფრის შანსი აქვს.
„ოპოზიციის მდგომარეობა საქართველოში დღეს არის საკმაოდ მძიმე. ეს თვითონ ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის. ყველა ნაბიჯი, რომელიც მათ გაერთიანებას გამოიწვევდა, ფიასკოთი დასრულდა. სააკაშვილის პროექტი დასრულდა ფიასკოთი. ყველა მიმართულება დესტრუქციის, რევოლუციური სცენარების დასრულდა იმით, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა ვის რა უნდა საკუთარი სამშობლოსგან. მოცემულობა, როდესაც უწყვეტი მშვიდობის პირობებში, გარშემო არსებული (გეოპოლიტიკას ვგულისხმობ) უმწვავესი ვითარების ფონზე, ქვეყანა, „ქართული ოცნების" ხელისუფლება როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო რგოლი, ახერხებს იმას, რომ ქვეყანა მშვიდობიანად, ეკონომიკის გამორჩეულად წინსვლით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან აქტიური ურთიერთობის გაღრმავებით, ევროპული რეკომენდაციების შესრულებით, რომლის უდიდესი ნაწილი შესრულებულია, ოპოზიცია დღენიადაგ იგონებს თითიდან გამოწოვილ რაღაც მიზეზებს. ოპოზიცია ზოგადად სუსტი იყო 2012 წლის შემდეგ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით სუსტია. ელექტორატი ზუსტად აფასებს რა სურს ხელისუფლებას და რა სურს ოპოზიციას, ამიტომ მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს 2024 წლის არჩევნებზე", - განაცხადა მათიკაშვილმა „ქრონიკაში".
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|