|

საზოგადოებამ იცის, როგორ სრულდება თითოეული პუნქტი. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ბუნებრივია ეს ძალიან რთული საკითხია. აქ ორმხრივი პასუხისმგებლობა არსებობს და მოვკითხოთ რადიკალურ ოპოზიციას ის, თუ რატომ არ ამცირებენ საკუთარ რადიკალურ რიტორიკას, ქმედებებს და ა.შ., - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი იქნება მიღებული, ეს პრობლემა დარჩება ძალაში იმიტომ, რომ კეზერაშვილი არის კრიმინალი, ცხოვრობს საზღვარგარეთ, აქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში, ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, მაგრამ მაინც აფინანსებს საქართველოში პოლიტიკოსებს, ტელევიზიებსა და „ენჯეოებს". რამდენად უშველის ამ პრობლემას ამ ახალი კანონის მიღება, მე არ ვიცი იმიტომ, რომ კაცი არის კრიმინალი და მას აქვს თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპის ქვეყნებში. არის რაღაც საკითხები, სადაც კანონი არ შველის საქმეს. ამ კუთხით ბუნებრივია პრობლემას თვალებში უნდა ჩავხედოთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|