რეზონანსი
16.06.2023

„ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი „მაკდონალდსისა" და თემურ ჭყონიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, თემურ ჭყონია არის ბიზნესმენი, რომელმაც მიიღო და მხარი ღიად დაუჭირა ლიბერალების მიერ შემოთავაზებულ გარყვნილების პროპაგანდას საქართველოში.

„ზღვარგადასული ლიბერალიზმი იარაღია ყველა იმ ფასეულობის წინააღმდეგ, რაც ცივილიზებურმა საზოგადოებამ აღიარა, მიიღო და შეითვისა. ზღვარგადასული ლიბერალიზმი ჩვენზე თავისუფლების სახელით მომართული იარაღია, რომელიც უპირისპირდება აქამდე არსებულ ყველა ფასეულს! და მაინც, ამ ბრძოლაში პირველადი დარტყმის ობიექტი არის ახალი თაობა, ჯერ კიდევ შეურყვნელი ფსიქიკით. თემურ ჭყონია არის ბიზნესმენი, რომელმაც მიიღო და მხარი ღიად დაუჭირა ლიბერალების მიერ შემოთავაზებულ გარყვნილების პროპაგანდას საქართველოში! მან მოატყუა ქართველი ხალხი და მის მიერვე მოხდილი ბოდიში უკან წაიღო! საზოგადოებაში ბავშვებისათვის „მაკდონალდსის" მიერ შეთავაზებულმა უზნეობის პროპაგანდამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, „მაკდონალდსმა" მარკეტინგული გათვლით „მარკეტინგული" ბოდიში გაავრცელა, რაც მალევე უკან წაიღო და მობოდიშების ტექსტი წაშალა (ალბათ მათივე ბოსებმა ჭყონიას სათავო ოფისიდან დაუქნიეს თითი). და მაინც, სათავო ოფისის ინტერესებს ამოფარებული თემურ ჭყონია ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავიდა და საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად სტატუსებში დაიკარგა. არ გამოვა, ჭყონია, არა, ყველა ყველაფერს ვხედავთ და ყველამ ყველაფერი ვიცით", - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×