რეზონანსი
27.06.2023

პაკისტანში რუსული ნავთობის მეორე პარტია ჩავიდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, „ურალსის" მარკის ნავთობით დატვირთული გემი ყარაჩის პორტში შევიდა. ხომალდმა პაკისტანში 55 ათასი ტონა ნავთობი ჩაიტანა.

პაკისტანმა 100 000 ტონა რუსული ნედლი ნავთობის პირველი შეკვეთა ამ წლის აპრილში წარადგინა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების პირობებზე ერთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ. რუსული ნავთობი მიეწოდება პაკისტანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, „პაკისტან რეფინერი ლიმიტედს", რომელიც მას გადამუშავებისთვის ურევს „არაბიან ლაითსის" მარკის ნავთობს.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა 16 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთმა დაიწყო ნავთობის მიწოდება პაკისტანში მეგობრული ვალუტით, ფასი მათთვის იგივეა, რაც სხვა მყიდველებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×