რეზონანსი
27.06.2023

ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო-სგან ალიანსში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ" არხზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს იმისთვის, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იყოს.

„ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო-სგან ალიანსში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს. არსებობს სრული გაგება გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ გუნდთან ერთად, რათა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მართლაც მნიშვნელოვანი იყოს", - აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×