რეზონანსი
27.06.2023

ორგანიზაცია „წითელი ჯვარი" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მწუხარებას გამოთქვამს, მათი მოხალისე წევრის ილია აფციაურის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

26 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიონის ტბაში სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცის ცხედარი მაშველებმა ტბიდან ამოიყვანეს.

„საქართველოს წითელი ჯვარი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თიანეთის ფილიალის მოხალისის, ილია აფციაურის, ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ილიას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.

ილია ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და აქტიური მოხალისე იყო",- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×