რეზონანსი
27.06.2023

რა გინდა რომ ქნა, რა უნდა გააკეთო რომ ნაცებს მოეწონოს? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი გრძელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

"ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხარჯით ააშენა "ბლექ სი არენა" და გადასცა მთავრობას. ოპოზიცია გამოვარდა - ქვეყანას ხარჯი გაეზარდაო. ოკ.

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხარჯით ააშენა დენდროლოგიური პარკი, იფიქრა, წინა შემთხვევის დროს სახელმწიფოს რო გადავეცი დამაბრალეს რომ ხარჯის გაწევა არ მინდოდაო, ადგა და ოჯახის საკუთრებაში დატოვა რომ მიმდინარე ხარჯები თავად დაეფარა - ახლა შარად მოსდეს თავისთვის უნდაო...

რა გინდა რომ ქნა, რა უნდა გააკეთო რომ ნაცებს მოეწონოს?"- წერს გიორგი გრძელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×