რეზონანსი
27.06.2023

შავი ზღვის მარილიანობა ოდესის სანაპიროსთან ნორმალიზდება და უკვე ერთი კვირის შემდეგ, სრულ ნორმაში უნდა ჩადგეს. ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაცია აცხადებს.

„თუმცა, დაბინძურებული წყლის შეღწევის გამო, გრძელდება ქვის ზედაპირის დახავსიანება. ზღვის თევზები და მცენარეები კი დასნეულებული არიან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოდესის სანაპიროსთან, ზღვაში ბანაობა და თევზჭერა ისევ აკრძალულია.

ცნობისთვის, მანამდე, ოდესის წყლებში ზღვის წყლის ნიმუშებმა მარილიანობის მკვეთრი ვარდნა აჩვენა.

შეგახსენებთ, შავი ზღვა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების შემდეგ, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×