რეზონანსი
28.06.2023

კახეთში, შვილმა 77 წლის დედა მოკლა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში დედის მკვლელობაში 45 წლის ქალია ბრალდებული. პოლიციამ ის უკვე დააკავა.

მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით, მუცლისა და ყელის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა, რაც დედა-შვილს შორის ხშირი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. დანაშაულის მოტივი უცნობია. 

„რამდენჯერ ისმოდა, რომ ჩხუბობდნენ. დღეს რა მოხდა, არ ვიცით, მაგრამ კონფლიქტი არ გაგვკვირვებია. თითქოს ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მკვლელობას ვერ წარმოვიდგენდით", - ამბობენ მეზობლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×