რეზონანსი
28.06.2023

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ვაგნერის" მებრძოლების მცირე ჯგუფი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფება, საფრთხეს არ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ვაგნერელები" უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი არიან და იმყოფებოდნენ ლუგანსკის ოლქში. ეს არის სიმართლე. ბევრი მათგანი გაანადგურეს ჩვენმა თავდაცვის ძალებმა - 20 000-ზე მეტი", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ის მიიჩნევს, რომ „ვაგნერის" მებრძოლები, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე არიან განლაგებული, საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან ფიქრობს, რომ „მათი ჯარი არ იქნება მრავალრიცხოვანი".

„უკრაინის ჩრდილოეთში ვითარება არ შეცვლილა და კონტროლს ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერელები" ბელარუსში არიან", - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×