რეზონანსი
30.06.2023

უშედეგოდ დასრულდა მდინარე მტკვარში გაუჩინარებული 14 წლის მოზარდის საძიებო ღონოსიძიების მეორე დღე რუსთავში. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრული მობილიზება იყო მთელი დღის განმავლობაში.

მეხანძრე-მაშველთა 24-კაციან ჯგუფთან ერთად, ბავშვის საძიებო ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავები.

როგორც "ინფო რუსთავისთვისაა" ცნობილი, მოზარდის ძებნა-შველის ღონისძიება ხვალ დილიდან განახლდება.

ბიჭი, რომელსაც მდინარეში ეძებენ, რუსთავის მკვიდრია და ის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეა.

28 ივნისს, XIX მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მოზარდთა ჯგუფი ცურვის მიზნით შევიდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი წყლის დინებამ გაიტაცა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×