რეზონანსი
30.06.2023

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც დედამ ბავშვი, ტკივილების გამო, კლინიკაში წაიყვანა. გაირკვა, რომ ბავშვი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია.

როგორც ცნობილია, მშობელმა პოლიციას არ მიმართა და ბავშვისთვის აბორტის გასაკეთებლად ქუთაისის კლინიკაში წავიდა. სამართალდამცავები საქმის კურსში ექიმებმა ჩააყენეს.

ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ბავშვმა და დედამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა. ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა დაკავებულსაც. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კაცმა გაიგო, რომ მომხდარს შსს იძიებდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმალვას ცდილობდა, რა დროსაც დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

წყარო: მთავარი არხი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×