რეზონანსი
30.06.2023

იციან, რომ მათ ჩაიდინეს ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატი. გაუბედურებულები არიან [ოპოზიცია] საცოდავები არიან, იმიტომ, რომ არცერთი მიმართულებით სათქმელი აღარ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„თქვენ გესმით რამხელა ზიანი მიაყენეთ ქვეყანას? თქვენი ბელადის კამპანია, რომ კვდება, ვაწამეთ, მოვწამლეთ - ამაზე რატომ აღარაფერს ამბობთ? გადარჩა სააკაშვილი, თუ აღდგა? პირად შეურაცხყოფებზე გადმოდიან, რადგან სხვა სათქმელი არაფერი აქვთ. თუ ვინმემ რაიმე ანტიქართული გააკეთა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც ყველაზე მეტად დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები ეს არის ეს [ნაცმოძრაობა] ძალა. ეს არის შიდა მტრული ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ქვეყანას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×