რეზონანსი
30.06.2023

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება პაატა მანჯგალაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ძალადობას ახალისებს.

„თქვენ ატე­რო­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, ვი­თომ დიდი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი ხართ და თქვენ მო­უ­ტა­ნეთ ქვე­ყა­ნას მშვი­დო­ბა - სა­ნერ­ვი­უ­ლო გაქვთ თქვენ, ბო­დი­ში თქვენ გაქვთ მო­სახ­დე­ლი, რომ ქვე­ყა­ნას ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი აქვს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად და ამას აკარ­გვი­ნებთ.

თქვენ ახლა ტაშს უკ­რავთ და ახა­ლი­სებთ ძა­ლა­დო­ბას, იმ ძა­ლა­დო­ბას, რო­მელ­საც ვხე­დავთ ბოლო დღე­ებ­ში. ზურა ჯა­ფა­რი­ძეს, სტუ­დენ­ტებს, მიშა მშვილ­და­ძეს და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს მი­უ­ვარ­დნენ. თქვენ ახა­ლი­სებთ ამ ქმე­დე­ბე­ბით პო­ლა­რი­ზე­ბას, თქვენ ახა­ლი­სებთ ამ ყვე­ლა­ფერს, საღ­ლი­ცი­ნოდ საქ­მე არ გვაქვს. ამას­თან ერ­თად, ატე­რო­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ვი­თომ, დიდი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი ხართ და თქვენ მო­უ­ტა­ნეთ ქვე­ყა­ნას მშვი­დო­ბა. ქვე­ყა­ნას მშვი­დო­ბა მო­უ­ტა­ნა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის თავ­და­დე­ბულ­მა ბრძო­ლამ, მათ შო­რის, იმ ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის, რომ­ლე­ბიც იქ იბ­რძვი­ან. პუ­ტინ­მა ღიად გა­მო­ა­ცხა­და, რომ საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნა იყო ამო­ცა­ნა, მაგ­რამ კი­ევ­თან წა­იმ­ტვრია კი­სე­რი. კი­ე­ვი, რომ და­ცე­მუ­ლი­ყო და არ ყო­ფი­ლი­ყო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, თქვენ რას აპი­რებ­დით? სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე­სა­ვით უომ­რად შე­მო­უ­ძღვე­ბო­დით სა­ქარ­თვე­ლოს? რო­გორ იცი­ლებ­დით რუ­სეთ­თან ომს, მა­ინ­ტე­რე­სებს. მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ იცი­ლებ­და რუ­სეთ­თან ომს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­დე­საც პუ­ტინ­მა პირ­და­პირ გა­მო­ა­ცხა­და, რომ საბ­ჭო­თა ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნა იყო ამო­ცა­ნა, წი­თე­ლი დრო­შით მი­ად­გნენ კი­ევს. რა­ტომ ატე­რო­რებთ მო­სახ­ლე­ო­ბას? რა­ტომ უწყობთ ხელს ძა­ლა­დო­ბას?", - ასე მი­მართ პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში პრე­მი­ერ-მი­ნისტრს.

პაატა მანჯაგალაძესთან ერთად, ინციდენტში მონაწილეობდნენ სოზარ სუბარი, ვიქტორ ჯაფარიძე, მიხეილ ყაველაშვილი, ალუდა ღუდუშაური და ირაკლი ზარქუა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ მან­ჯგა­ლა­ძეს მი­მარ­თა, რომ ღირ­სე­ბა­სა და კა­ცო­ბა­ზე ნუ სა­უბ­რობს.

„ვა­შა­ძემ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რი სხვა­გან გა­და­იყ­ვა­ნა და რუ­სებს მი­ა­ქი­რა­ვა {ად­გი­ლი} და შენ მე­ლა­პა­რა­კე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სა და კა­ცო­ბა­ზე?!", - აღ­ნიშ­ნა ზარ­ქუ­ამ.

ამას­თა­ნა­ვე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კი­დევ ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს „ფარ­ჩა­კი" უწო­და და შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა: „ტურა ეს, ტურა ხარ-მეთ­ქი...ფარ­ჩა­კო, შენ!".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×