რეზონანსი
01.07.2023

ჩვენი საერთო ბრძოლა უნდა იყოს ინსტიტუტების გაძლიერება, პირადად, ჩემი როლი არის ინსტიტუტების დაცვა, ყველა ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის დაცვაა და არა იმაზე მსჯელობა, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, იღებს - ის, თუ იღებს - ეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის, „ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად პოლიტიკაზე ივანიშვილის ჭარბ გავლენას", ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

„მე მგონი, ბევრი ფაქტორია, არ მგონია, ეს ფაქტორი უფრო მეტად, ვიდრე ის მიღებული კანონები, ან ის რიტორიკა, რაც არის. არავინ იცის, მე არ ვიცი, რა წილით არის ის გადამწყვეტი, თუ არ არის გადამწყვეტი, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. რასაც აქვს სამაგიეროდ მნიშვნელობა, არის ის, რომ მთავარი ბალანსი ერთპიროვნული გავლენის, თუ ერთი ჯგუფის გავლენის, თუ ერთი პარტიის ლიდერის გავლენის, რომელიც „ალთას" ლაპარაკობს და ზოგჯერ პრემიერი - „ბალთას". ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ინსტიტუტების გაძლიერება ხდებოდეს, ამას გვეუბნება ვენეციის კომისია ოლიგარქიის კანონზე, ამას გვეუბნება ევროპის ყველა ინსტიტუტის წარმომადგენელი, თქვენ ინსტიტუტები გააძლიერეთო, რადგან ეს არის მთავარი სისტემური დაცვა იმ ყველაფრის მიმართ, რაც შეიძლება გახდეს ქვეყნის არშესრულებული რეკომენდაციები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×