რეზონანსი
01.07.2023

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში" განაცხადა, მიმაჩნია, რომ ევროპა არის ის სივრცე, სადაც დამსახურებას დიდი პატივს სცემენ

„დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მაქვს საფუძველი, რომ წელს სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებას არაფერი არ უნდა აბრკოლებდეს. ჩვენ ოქტომბრამდე მოგვიწევს ძალიან აქტიურად მუშაობა იმ მიმართულებით, რომ რეალურად გავარკვიოთ რატომ არ ჩაითვალა რომელიმე მიმართულებით ის გადადგმული ნაბიჯები საკმარისად, რა არის ის, რაც კიდევ დარჩენილია", - აღნიშნა, მიხეილ სარჯველაძემ.

დეპუტატს მიაჩნია, რომ 12 რეკომენდაცია სტატუსის მიღების მექანიზმია.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, თუმცა იქ არის სხვა საკითხებიც, რომელიც მხედველობაში მიღებული იქნება", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×