რეზონანსი
01.07.2023

დღეს ჩვენი ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტსა და ნორმას, როგორც საერთაშორისო ნორმის სტანდარტებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით არის დადგენილი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისივე თქმით, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ხორციელდება.

„ეს ლაბორატორია ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და მაღალი სიზუსტით გვაძლევს ინფორმაციას წყლის ხარისხის შესახებ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის წყლის ხარისხი სუფთაა, აკმაყოფილებს ნორმებს, ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად დაისვენონ შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მხრივ დღეს ჩვენ ნერვიულობის საფუძველი არ გვაქვს. ეს რუტინული კვლევები აუცილებლად გაგრძელდება და ამ საკითხზე მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია საზოგადოება", - განაცხადა თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, სპეციალისტების დასკვნებით, საქართველოს სანაპიროზე მოსალოდნელი რისკები არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×