რეზონანსი
02.07.2023

მწერალ ოტია იოსელიანის შვილიშვილს, უმცროს ოტია იოსელიანს შვილი შეეძინა.  ბედნიერი შემთხვევა გუშინ მოხდა. ოტიას და მის მეუღლეს, ნუცა ცისკარიშვილს ბიჭი შეეძინათ.  ეს მათთვის პირველი შვილია. ახალშობილი თბილისში დაიბადა და მას  დაჩი დაარქვეს. ასე რომ, ამიერიდან, ორი ოტია იოსელიანის შემდეგ, ორი დაჩი იოსელიანიც (ბაბუა და შვილიშვილი) იქნება ოჯახის ტრადიციის გამგრძელებელი.

„პატარა იოსელიანი მოევლინა ქვეყანას. კარგად ჩაიარა ყველაფერმა. მსოფლიოში ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრენი გავხდით. პაწაწინა სიყვარული დაჩი იოსელიანი“, – წერს ნუცა სოციალურ ქსელში.

"რეზონანსი" ულოცავს ოტია იოსელიანის ოჯახს ამ დიდ სიხარულს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×