რეზონანსი
04.07.2023

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, დეკემბრის თვემდე, როდესაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს გახმოვანებული ევროკომისიის მხრიდან, მმართველი გუნდი სრულად შეასრულებს იმ დანარჩენ 8 რეკომენდაციასაც და ბოლომდე გავა.

ზარქუას თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციისთვის და იმისთვის, რომ საქართველომ ღირსეულად და დამსახურებულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

"დეკემბრის თვემდე, როდესაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს გახმოვანებული ევროკომისიის მხრიდან, ჩვენ სრულად შევასრულებთ იმ დანარჩენ 8 რეკომენდაციასაც და ბოლომდე გავიყვანთ, სადაც პროგრესი დაგვიფიქსირა ევროკომისიამ მუშაობის პერიოდში. ბუნებრივია, ამ მონაკვეთში რაც შესაძლებელი იყო ჩვენ შევძელით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პუნქტი, რომელიც იყო რეკომენდებული იყოს შესრულებული. ამისთვის, ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივები განვახორციელეთ, მთელი რიგი ცვლილებები შევიტანეთ რეგლამენტში. ერთი სიტყვით, ვაკეთებთ ყველაფერს ევროინტეგრაციისთვის, რომ საქართველომ ღირსეულად და დამსახურებულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×