რეზონანსი
05.07.2023

ზელენსკის არახამია ჰყავს საქართველოსთან დაკავშირებით მრჩეველი და ეტყობა, ის მხოლოდ სააკაშვილზე ელაპარაკება, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ზელენსკის არახამია ჰყავს საქართველოსთან დაკავშირებით მრჩეველი და ეტყობა, ის მხოლოდ სააკაშვილზე ელაპარაკება.

„ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი და ჩემთვის ძალიან მიუღებელი. ზელენსკი მაგარ ტიპად მიმაჩნია და მისით აღტაცებული ვარ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური შეცდომა. კაცი სტრასბურგის გადაწყვეტილებას რომ წაიკითხავ, ეს არ უნდა გააკეთო, რადგან დიპლომატიურ ენაზე ელჩის გამოწვევის შემდეგ, ომი იწყება და ეს რაში სჭირდება არ ვიცი. რაში სჭირდება? - როგორც ჩანს, არახამია ჰყავს საქართველოსთან დაკავშირებით მრჩეველი და ეტყობა, ის მხოლოდ სააკაშვილზე ელაპარაკება. ზელენსკი კი ვერ ხედავს, რომ სააკაშვილის იქით არის საქართველო, რომელიც მას მხარს უჭერს. სხვათა შორის, ამას კრიტიკა უკრაინის შიგნითაც მოჰყვა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×