რეზონანსი
05.07.2023

როგორც კი სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მაშინვე მოუწია სააკაშვილს იმის თქმა, რომ აღარ კვდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაც შეეხება „ნაცმოძრაობისა" და სტრასბურგის სასამართლოს დაპირისპირებას, ეს არის ქრესტომათიული მოვლენა. ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც „ნაცმოძრაობა" ამა თუ იმ ფორმით სტრასბურგის სასამართლოში წავიდა, ყველგან წაგებული დარჩა. რამდენჯერაც უჩივლეს ან თვითონვე შეიტანა სარჩელი, ყველგან წაგებული დარჩა. აქედან გამომდინარე არ მიკვირს გვარამიას ასეთი განცხადება სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმას, რომ ჯანმრთელობაზე არ უნდა ყოფილიყო გადატანილი ყურადღება, ამაში გვარამიას ვეთანხმები. ეს 600-დღიანი ფეიკი საბოლოო ჯამში საპნის ბუშტივით გასკდა. როგორც კი სტრასბურგის სასამართლომ ამ თემაზე მიიღო გადაწყვეტილება, მაშინვე მოუწია სააკაშვილს იმის თქმა, რომ აღარ კვდება და პირიქით, განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის. გვარამიას მაპოლარიზებელი ქმედებები ისევ გაღრმავდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება და ბოლოს ისევ იმით დაასრულებს, რითაც დაიწყო, ბილწსიტყვაობა და ა.შ.", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×