რეზონანსი
05.07.2023

„ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიის შექმნისას თავად რეგისტრაციას არ გადიოდნენ და ჩავასესხეთ ის, რაც მანამდე გვასესხეს, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

„განსაკუთრებული, გარდამტეხი არ მომხდარა, „ქართულ ოცნებას" ხურდა დავუბრუნეთ. როგორც გვექცევიან ხოლმე, ისე მოვიქეცით. საგამოძიებო კომისიის შექმნისას თავად რეგისტრაციას არ გადიოდნენ და ჩავასესხეთ ის, რაც მანამდე გვასესხეს. რიგგარეშე სხდომები ისევ იქნება, მაგრამ ჩვენც წავპწკინეთ. „გირჩმა" თქვა, რეგისტრაცია არ გავიაროთო და არ გავიარეთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 65-მა დეპუტატმა, რაც პლენარული სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სხდომაზე თავდაცვის კოდექსში ცვლილებები უნდა განეხილათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×